დაბა ფასანაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის სიწმინდის დაცვისთვის მებრძოლი ქართველები გაიხსენეს
23-04-2018
დაბა ფასანაურის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

სკოლის წარმომადგენლების თქმით, მოსწავლეებმა გაიხსენეს ის ქართველები, ვისაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართული ენის სიწმინდის დაცვაში, ვინც დიდი რუდუნებით იღვწოდა, რათა გულის სითბო არ დაეზოგა სამი ღვთაებრივი საუნჯისათვის: მამულის, ენისა და სარწმუნოებისათვის, სათითაოდ მოეფერნენ თითოეულ ქართულ ასოს და კიდევ ერთხელ ადიდესადიდეს ,, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა", რომელსაც ,, ჰმოსავს ნელი ხავსი", მაგრამ ,, ქვაზე ჭრილი ჩუქურთმის მსგავსია",, ჩვენი ნიჭია, სრბოლაა და ფრენაა" ,, ერის ბურჯია, რომელმაც ხალხმა უკვდავებისა და თაყვანისცემის ძეგლი დაუდგა" მოსწავლეებმა დადეს პირობა , რომ ისინიც წინაპრების მსგავსად დაიცავენ მის სიწმინდეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203