მოსწავლეთა მომზადებული მსოფლიოს ხალხთა კულინარიული შედევრები - კიროვაკანის საჯარო სკოლაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
09-02-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში საინტერესო გაკვეთილები გრძელდება.
რუსული ენის მასწავლებელმა, ლილით ენგიბარიანმა, მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად, კულინარიის შესახებ საინტერესო გაკვეთილი დაგეგმა და განახორციელა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ეროვნების ხალხთა კულინარიული შედევრები, ისაუბრეს ამ კერძების შემადგენლობასა და მომზადების წესებზე.
ღონისძიების ბოლო ეტაპი კი მოსწავლეთა მომზადებული კერძების დაგემოვნებას დართმო. მათმა ნახელავმა ღონისძიების მონაწილეთა მოწონება დაიმსახურა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ლილით ენგიბარიანი აქტიურად მიმართავს „კეთებით სწავლებით“ მეთოდს, რაც მისი აზრით, მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს