„ნიკოფსიითგან დარუბანდამდე“ - ბათუმის N13 სკოლის ნორჩ ისტორიკოსთა კლუბმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ღონისძიება მიუძღვნა
09-02-2023

ბათუმის N13 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას და შესაბამისად საქართველოს ისტორიის სიღრმისეულად სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ნორჩ ისტორიკოსთა კლუბი „მემატიანე“. 

კლუბმა 8 თებერვალს გამართა ღირსი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენებისა და მეფედ კურთხევიდან 934 წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა - „ნიკოფსიითგან დარუბანდამდე“.

შეხვედრის ფარგლებში მე- 8, მე-9,მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, კლუბ „მემატიანეს“ წევრებმა, წარმოადგინეს დიდი მეფის მოღვაწეობის დროინდელი ისტორიული ფაქტები.

მხატვრულად წაიკითხეს ანა კალანდაძის ლექსი - „ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან“. ზ.ნანობაშვილის - „ძლევავ საკვირველო-დავით“. მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს არსენ იყალთოელის -„დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“. მოზარდებმა დოკუმენტური ფილმიდან - „ძლევაი საკვირველი“ ფრაგმენტებიც ნახეს. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა გოგი დოლიძის სიმღერა - „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203