„ჩემი სწრაფი თითები“ - ჭიაურის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობა მოეწყო
09-02-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპიუტერულ ტექნოლოგიებს საინტერესო აქტივობებით სწავლობენ.

ამის მაგალითია აქტივობა - „ჩემი სწრაფი თითები“, რომელიც მე-5 კლასში განხორციელდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობის მიზანი იყო, ტექსტის სწრაფად აკრეფის, კლავიატურის სწორად გამოყენების და ორი ხელით მუშაობის უნარების წარმოჩენა. 

აქტივობა საინტერესოდ წარიმართა, მასში მეხუთეკლასელები ხალისით ჩაერთნენ. პირველ ხუთეულში გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203