„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - თბილისის N86 სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები საერთაშორისო კამპანიას შეუერთდნენ
09-02-2023
თბილისის N86 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და კითხვის კულტურის დამკვიდრებას დიდი ყურადღება ექცევა, შესაბამისად სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საინტერესოდ და ხალისით აღინიშნა.
გლობალურ კამპანიას - სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, პედაგოგების - რუსუდან გიოშვილის, ივეტა ბაქრაძესა და ლელა არჯევანიძის ხელმძღვანელობით, შეუერთდნენ და შერჩეული მხატვრული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს. მოსწავლეებმმა სლოგანით -„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ წიგნის კითხვისკენ სხვებსაც მოუწოდეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს