ხოფურის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღინიშნა
09-02-2023
ლაშა ქურასბედიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, მოსწავლეთა და პედაგოგთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. 

8 თებერვალის, სკოლაში ღონისძიება გაიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის შესახებ საინტერესო თემატური მასალა წარმოადგინეს და დიდი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცლად ისაუბრეს.

დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მართლმადიდებლური ეკლესია 8 თებერვალს აღნიშნავს. დავით IV აღმაშენებელი 1125 24 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) გარდაიცვალა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203