
დაბა თამარისის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს კვირეული მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეული მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული.
კვირეულის ფარგლებში მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიებები წარმოადგინეს და კედლის გაზეთი გამოუშვეს. ღონისძიებაზე წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ქართული ცეკვები.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა კვირეულის ერთი დღე სკოლის უხუცესი მასწავლებლის ნანული მაისურაძის ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსების პრეზენტაციას დაუთმეს.
პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სახალისო თამაში- „ფრაზები დედაენიდან“ გაიმართა.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, რომელთა უმრავლესობა არაქართველია, ქართული ენის სიდიადე გამოავლინეს, მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს დედაენის შექმნის ისტორია, ქართული ენის ისტორიული გზა, რომელმაც გაუძლო საუკუნეების ქარცეცხლს და ერთ-ერთი უძველესი და დიადი ენის სტატუსი სამართლიანად მიპოვა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები „ქართული ენის გზიდან“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში მოეწყო დოკუმენტური ფილმის -„ჩვენი ფონდი“-იაკობ გოგებაშვილის დედა ენა“ ჩვენება.
ფილმიდან მოსწავლეებმა გაიგეს ანბანის სხვადასხვა ვერსიები, დედა ენის აგების პრინციპები და ანბანის გავლილი გზა.
მოსწავლეებმა ასევე დოკუმენტური ფილმი - „დამწერლობის ისტორია“ ნახეს და ქართული დამწერლობის სამი ფორმა კიდევ ერთხელ გაიცნეს.
„ამ კვირეულით მოსწავლეებმა შეიმეცნეს, რომ ქართული ენა და დამწერლობა უნიკალურია ასაკით, ფორმით, ბგერით. ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები