საყუნეთის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ვიქტორინა მიეძღვნა 
08-02-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ისტორიის მასწავლებელმა, დიანა ვედიაკოვმა ჩაატარა ვიქტორინა, რომელიც დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა. 

ვიქტორინაში VIII, X  და  XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები სამ გუნდად გადანაწილდნენ. ვიქტორინის  მიმდინარეობისას მოსწავლეებმა დავით აღმაშენებელის შესახებ პატრიოტული ლექსები წაიკითხეს. 

ვიქტორინა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა იაქტიურეს, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203