ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია გამართეს
08-02-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ტარდება, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია -  „life 19th & 20st centuries“ წარადგინეს. აღნიშნული პრეზენტაციის ხელმძღვანელი ინგლისური ენის პედაგოგი მაია ჭეხაშვილი იყო.

მოსწავლეები ჯგუფურად იმუშავეს თემებზე: განათლება, ცხოვრება, გართობა. ჯგუფებმა პოსტერები შექმნეს, რომლის  მეშვეობითაც ერთმანეთს საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს.

როგორც სკოლაში გივყვებიან, ბავშვებს ასევე ვენის დიაგრამის მეშვეობით, უნდა აღმოეჩინათ მსგავსება და განსხვავება ვიქტორიას ერასა და 21 საუკუნეებში შორის - როგორ ცხოვრობდნენ ადრე და როგორი განათლება იყო მათ დროს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ინგლისურ ენაში ცოდნას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203