თბილისის N129 საჯარო სკოლის მეორეკლასელები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
08-02-2023

თბილისის N129 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. მასწავლებებლები ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივების მიზნით, მათ საინტერესო პროექტებს სთავაზობენ.

მოსწავლეებს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნაც არ გამორჩენიათ. მე-2 კლასის მოსწავლეები ამ დღეს სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. სკოლის ბიბლიოთეკარი - ლილი ხუციშვილი და კლასის დამრიგებელი ირმა შავლაძე ბავშვებს ბიბლიოთეკისა და წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. ხოლო სკოლის ასისტენტმა, ანა მიშელაძემ, პატარებს ზღაპრები წაუკითხა.

მეორეკლასელებმა დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს. ბავშვებმა საჭირო ცოდნა მიიღეს და ლიტერატურისადმი მეტი ინტერესი გამოხატეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203