კოლოტაურის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს პროექტ-გაკვეთილი მიეძღვნა
08-02-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლი მე-9 კლასში დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა.

8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა, მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგთან, ინგა ჩიფჩიურთან ერთად ინფორმაციულ-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს დავით აღმშენებლის ღვაწლზე და მის როლზე საქართველოს ისტორიაში. გაიხსენეს უკვე ნაცნობი და უცნობი ფაქტები მეფის შესახებ და გაიღრმავეს ცოდნა.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმაიული იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203