თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა, ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში, კლასის კედელი მოხატეს
08-02-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლის VI კლასში, ქართულსა და ხელოვნებაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგებმა: ნარგიზ ვაშაყმაძემ და მზიგული წულუკიძემ დიდი შრომის მიუხედავად მოსწავლეების დახმარებით მოხატეს კლასის კედელი.

აქტივობა ძალიან სახალისო და საინტერესო იყო, მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ პროცესში.

მსგავსი აქტივობებით მოსწავლეებს უჩნდებათ აქტიურობისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის სურვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203