„პოეზია სულის მუსიკაა“ - ვარდისუბნის საჯარო სკოლაში პოეზიის დილა მოეწყო
08-02-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და ღონისძიებები აქტიურად ტარდება.

ერთ-ერთი მათგანია პოეზიის დილა,  რომელიც სკოლის VI კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მართა ტაბატაძემ გამართა. „პოეზია სულის მუსიკაა“ დიდი ემოციებით დასრულდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასში, ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსი, სიმღერა და „მუხამბაზი“, რომლებიც ვაჟებმა და გოგონებმა არაჩვეულებრივად წარმოადგინეს. 

„ეს სიამოვნება ალბათ დიდხანს გაგვყვება თითოეულ ჩვენგანს, რადგან პოეზია ხომ სიყვარულის, სილამაზის, სიცოცხლის,  ემოციებისა და გრძნობების გამოხატულებაა“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ამ დღით მშობლები იმდენად კმაყოფილნი და მოხიბლულნი იყვნენ, რომ თავადაც წაიკითხეს ლექსები.

„ქალბატონმა მადონა ტაბატაძემ თავისი ბებიის, გარდაცვლილი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, მარგო ლეჟავას დაწერილი ლექსი წაგვიკითხა, რამაც დიდი სიამოვნება მოგვგვარა ყველას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიების თითოეული მონაწილისთვის პოეზიის დილა ერთ-ერთ დასამახსოვრებელ და ლამაზ მოგონებაც იქცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203