ჯანდარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
08-02-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა შერჩეული წიგნებიდან ნაწყვეტები ხმამაღლა და მხატვრულად წაიკითხეს და სხვებსაც მხატვრული ლიტერატურის კითხვისკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს და კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203