ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კამპანიას შეუერთდნენ და წიგნები საჯაროდ წაიკითხეს
08-02-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნა.
მოსწავლეები გლობალურ კამპანიას - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ შეუერთდნენ, მხატვრული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და წიგნის პოპულარიზაციის საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
აქვე დავძენთ რომ, ზვარეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი დრო და რესურსი ეთმობა. მასწავლებლები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს პირველი კლასიდანვე უნერგავენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს