„ჩვენ ვზრუნავთ სკოლამდელი ასაკის ბავშვების განვითარებაზე“ - მედანის თემის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა განხორციელდა
08-02-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები და პროექტები ტარდება. სკოლაში მოსწავლეთა განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლა ასევე აქტიურად თანამშრომლობს თემის სკოლამდელ დაწესებულებასთან.

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლების - ირმა ჩალიგავასა და ლაურა წახნაკის ხელმძღვანელობით, აქტივობა - „ჩვენ ვზრუნავთ სკოლამდელი ასაკის ბავშვების განვითარებაზე“ განხორციელდა.

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა აღმზრდელის როლი მოირგეს და პატარებს დღე გაულამაზეს.

„ადრეულ ასაკში განათლება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის საფუძველს ბავშვის შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203