„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ - ქუთაისის N37 სკოლის მოსწავლეები გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ
08-02-2023

ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებსა და პროექტებს სთავაზობენ.

სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეც არ დარჩენილა ყურადღების მიღმა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეები დევიზით - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“  სკოლის ბიბლიოთეკას ეწვივნენ. მათ კითხვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, წაკითხული წიგნები გაიხსენეს. ასევე დაამზადეს ბროშურები. ამით მოსწავლეებმა კითხვისადმი ინტერესი გამოხატეს.

აქტივობების მეშვეობით, მოსწავლეები შეეცადნენ წიგნის სიყვარული სხვებისთვისაც გაეზიარებინათ.

„წიგნებს სხვანაირი მაგია აქვთ, ფაქტობრივად არასოდეს გიღალატებენ - ყველაზე ცუდ პერიოდშიც კი“, - გვეუბნებიან სკოლაში.

მოსწავლეთათვის დღე ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203