ნიგოითის საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
08-02-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში კითხვის სურვილის გაღვივებასა და წიგნიერი თაობის აღზრდას, ამ მიზნით სკოლაში არაერთი აქტივობა ხორციელდება.

მათ შორის აღსანიშნავია, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობა, რომელიც მერვეკლასელებმა ჩაატარეს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს სულხან-საბა ორბელიანის იგავები, გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები და წაკითხულის შესახებ იმსჯელეს.

მსგავსი აქტივობების განხორციელება წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი გაეცნონ სხვადასხვა ლიტერატურას და თითოეული ნაწარმოების ირგვლივ მსჯელობა შეძლონ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203