ალათუმანის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი გაიმართა
08-02-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სპორტულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ. 

მათ შორის, 1-ელ თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში ჩატარდა სპორტული ღონისძიება მაგიდის ჩოგბურთში. სპორტულ შეჯიბრში სკოლის ყველა მოსწავლე ჩაერთო. მოსწავლეებმა ხალისითა და მონდომებით იასპარეზეს, იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„სპორტი სულისა და სხეულის მკურნალია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203