„ქიმია და ყოველდღიურობა“ - მუხრანის N3 სკოლის მერვეკლასელი ნინო გერაძის და მისი ქიმიის პედაგოგის საინტერესო პროექტი
08-02-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა განვითარების მიზნით, საინტერესო პროექტებს ატარებენ.

ამჯერად, სკოლაში ქიმიის პედაგოგმა, ბელა ცინცაძემ და მე-8 კლასის მოსწავლე ნინო გერაძემ საინტერესო პროექტი - „ქიმია და ყოველდღიურობა“ განახორციელეს.

პროექტის პრეზენტაციაზე მათ ისაუბრეს, თუ რა როლი აქვს ქიმიას ადამიანის ცხოვრებაში. ასევე პროექტის ორგანიზატორებმა ქიმიური ელემენტები განიხილეს და საინტერესო მაგალითები მოიყვანეს, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები აღნიშნული ელემენტების მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციისთვის. ისინი პრეზენტაციების დახმარებით საჭირო ცოდნას იღებენ. განხილული მაგალითების მეშვეობით კი უკეთ ერკვევიან საკითხში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203