„ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს!“ – ალერტკარის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა საინტერესო ღია გაკვეთილი
08-02-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მეორე კლასში ჩატარდა საინტერესო ღია გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი ეკატერინე მიქაია ხელმძღვანელობდა.

გაკვეთილის თემა გახლდათ - „ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს!“.

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში. გარემოსდაცვით თემაზე შექმნეს საინტერესო ნახატებით გაფორმებული პლაკატები და მათი პრეზენტაცია გამართეს.

მსგავსი აქტივობით, მოსწავლეებს კონკრეტული საკითხის მიმართ ცნობიერება უმაღლდებათ, შემოქმედებითი უნარები უვითადებათ და ეჩვევიან საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203