კლდეეთის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო პროექტი შესთავაზა
08-02-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, მიუხედავად მცირერიცხოვნობისა, სასწავლო პროექტების სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში საინტერესო პროექტებს სთავაზობენ, მოსწავლეებიც ხალისით არიან ჩართულნი პროექტულ მუშაობაში. 

ქიმიის პედაგოგი მანანა ჯიქურიძე სწორედ ის პედაგოგია, რომელიც ცდილობს სხვადასხვა აქტივობებით, მოსწავლეები ქიმიით მეტად დააინტერესოს. პედაგოგი მოწოდებულია ირგვლივ მყოფთ აჩვენოს თუ როგორ შეიძლება მცირედი რესურსითაც კი შექმნა საინტერესო და სახალისო გაკვეთილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მისი ბოლო პროექტი კი ასეთია: იუმორი ქიმიურად „ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის სინდრომი კლდეეთის საჯარო სკოლაში ქიმიის სწავლა-სწავლებისას“ სწავლა-სწავლება ქიმიაში+მასწავლებლობა, რომელიც ფანატიკურად უნდა გიყვარდეს+მოშლილი კვლევითი პირობები+მასწავლებლის მიერ, ფერადი ქაღალდებით და მუყაოთი დამზადებული რესურსები=სოციალურ-ემოციური უნარები+პოზიტიური მიზნები+მიმზიდველი გაკვეთილები+მოშლილი კვლევითი უნარები.

იხილეთ ამ პროექტის ამსახველი ფოტომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203