თბილისის N94 სკოლის სამოქალაქო კლუბ „მაძიებლის“ წევრებმა კიბერუსაფრთხოების დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
07-02-2023

თბილისის N94 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტები ხორციელდება. სკოლაში ასევე აქტიურად ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი, რომლის წევრებიც თანასკოლელებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის, 6 თებერვალს, კიბერუსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო კლუბ „მაძიებლის“ წევრებმა საინტერესო აქტივობები ჩაატარეს.

კლუბის წევრებმა ელექტრონული პოსტერები შექმნეს და სკოლაში გაავრცელეს. მათ მუყაოსგან კომპიუტერები და ტელეფონებიც დაამზადეს. მოზარდებმა ასევე კიბერუსაფრთხოების თემაზე პლაკატები და ბანერები შექმნეს, ბოლოს კი, 6 თებერვალთან დაკავშირებით, სკოლის რადიოხაზის დახმარებით განცხადება გააკეთეს და მოსწავლეებს ინფორმაცია უფრო ვრცლად გააცნეს.

სკოლის დირექცია კლუბის ხელმძღვანელს ლელა შველიძესა და მის მოსწავლეებს მადლობას უხდის.

იხილეთ ვიდეო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203