„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ
07-02-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს პირველი კლასიდანვე უნერგავენ. 

დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლე - მასწავლებლები აქტიურად შეუერთდნენ კამპანიას - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“, რომლის მიზანიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.

მოსწავლეებმა ადამიანის ცხოვრებაში წიგნის როლის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. შეარჩიეს საყვარელი წიგნები და წაიკითხეს მათთვის გამორჩეული ეპიზოდები.

პატარებმა საკუთარი ხელით შექმნილი ქართულ-ინგლისური წიგნების პრეზენტაციაც ჩაატარეს და მასწავლებლებთან ერთად თანატოლებს კითხვისკენ მოუწოდეს - „გიყვარდეთ წიგნი - ცოდის წყარო!“

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203