ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბურთებითა და სპორტული მაისურებით დასაჩუქრდნენ
07-02-2023
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სტუმრად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი მამუკა კვარაცხელია ეწვია.
მან ფედერაციის სახელით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებსა და სპორტის მასწავლებლებს საჩუქრად სპორტული მაისურები და ბურთები გადასცა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტუმარმა საჩუქრების გადაცემის შემდეგ გახარებულ მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობები შესთავაზა, რომელშიც მონაწილეობა მასწავლებლებთან ერთად, თავადაც მიიღო. მათი მონაწილეობით ღონისძიება უფრო აზარტული და სახალისო გახდა.
„სკოლა უღრმეს მადლობას უხდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და მის წარმომადგენელს - ბატონ მამუკა კვარაცხელიას გულისხმიერებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს