აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს თოვლის მოსვლა ზეიმად უქციეს
07-02-2023
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თოვლის მოსვლა დღესასწაულად იქცა. 

თოვლის მოსვლას მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეხვდნენ, მათთან ერთად იგუნდავეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

„აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა, მოსწავლეები და მასწავლებლები გახარებულები ვართ, რადგან ბორჯომში, როგორც იქნა გვეღირსა ნამდვილი, ფაფუკი თოვლი. ვიხალისეთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეების განწყობასა და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203