„ჩვენც ვკითხულობთ“ - გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეები გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ
07-02-2023

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამ მიზნით, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, სლოგანით - „ჩვენც ვკითხულობთ“ აღინიშნა.

ღონისძიების ხელმძღვანელები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: ნანა ბეთხოშვილი, მზაღო გავაშელი და სოფიო სულთანაშვილი იყვნენ.

მოსწავლეებმა წიგნისა და კითხვის პრიორიტეტებზე  ისაუბრეს. ბავშვებმა მათი საყვარელი  წიგნებიდან მონაკვეთები წაიკითხეს და ახსნეს, თუ რატომ  უნდა წაიკითხოს ესა თუ ის წიგნი სხვამაც.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ წარმატებითა და სახალისოდ ჩაიარა.

მოსწავლეებმა გურამ დოჩანაშვილის სიტყვებით: ,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ  ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ“ კითხვისკენ სხვებსაც მოუწოდეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203