ნაგებერაოს საჯარო სკოლაში კინოკლუბი ფუნქციონირებს
07-02-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებში კინოხელოვნების პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამ გზით მოსწავლეები კრიტიკულად აზროვნებას ეჩვევიან და დისკუსიებს მართავენ. 

სკოლაში ფილმების მოყვარული მოსწავლეებისთვის კინოკლუბი ფუნქციონირებს.

ფილმების ჩვენება სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის ორგანიზებით ეწყობა. ჩვენებას კი  სკოლის ბიბლიოთეკა მასპინძლობს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტი შემეცნებითი ხასიათისაა, მოსწავლეები ეცნობიან მხატვრულ ნაწარმოებებზე დაფუძნებულ ფილმებს, განიხილავენ და მიღებულ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს „შთაბეჭდილებების დღიურის“ საშუალებით უზიარებენ. 

იხილეთ ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203