„როგორ მოდის წვიმა?“ - ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ინგა ფხაკაძემ მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა
07-02-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის IV კლასში ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ინგა ფხაკაძემ განახორციელა კომპლექსური დავალება თემაზე - „როგორ მოდის წვიმა?“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის პირველ ეტაპზე მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო დავალების ფორმა (კომპლექსური დავალების პროდუქტი-წყლის ბრუნვის ნახატი), მეორე ეტაპზე - პირობა (ანას ძალიან უყვარს წვიმაში ქოლგით სეირნობა და გუბეებში ჩახტომა, თუმცა როდესაც მზე გამოანათებს, აღარც წვიმაა და მისი საყვარელი გუბეებიც სადღაც ქრება, რატომ შრება გუბეები? სად მიდის წყალი გუბურიდან, როგორ მოდის წვიმა?)
მასწავლებელმა შეფასების კრიტერიუმები მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავა და ის მათ მშობლებს გააცნო.
მოსწავლეებმა საკითხის ირგვლივ საჭირო ინფორმაცია მოიძიეს, როგორც სახელმძღვანელოდან, ასევე ვიდეორესურსებიდან. მომდევნო კვლევით აქტივობაზე მოსწავლეებმა ჩაატარეს საკლასო და საშინაო ექსპერიმენტები: განსაზღვრეს კვლევის მიზანი, ეტაპები, საჭირო მასალა, გამოთქვეს ვარაუდები, აღწერეს ცდების მიმდინარეობა და გააკეთეს დასკვნები.
შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა შექმნეს წყლის წრებრუნვის ნახატი, ვიდეორესურსისა და ექსპერიმენტზე დაკვირვებით წარმოადგინეს პრეზენტაცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს