თბილისის N129 სკოლის პირველკლასელთა მოგზაურობა „ანბანეთში“ - მოსწავლეებმა საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
07-02-2023
თბილისის N129 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.
შესაბამისად სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობით შეუერთდა. პირველკლესელები მათთვის უცნობ და საინტერესო ნაწარმოებებს გაეცნენ.
„სკოლის პირველ კლასებში ჩატარებულმა აქტივობამ - „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღემ“, კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მონდომებული და საიმედო თაობა გვყავს. მოსწავლეებმა ინტერესით იმოგზაურეს „ანბანეთის“ სამყაროში, გაგვიზიარეს შთაბეჭდილებები და გამოხატეს გულწრფელი ემოციები.
იმედი გვაქვს, ჩვენი პირველკლასელებისთვის ეს დღე წიგნიერი მომავლის დასაწყისი იქნება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს