წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს კლასის საათი მიეძღვნა
07-02-2023

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს ლიტერატურისადმი სიყვარულს ადრეული ასაკიდანვე უღვივებენ.
სწორედ ამ მიზნით, მე-5 კლასში, დამრიგებელ ნინო უგლავას ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კლასის საათი - „იკითხე ხმამაღლა და შეცვალე მსოფლიო“ მოეწყო.

ამ დღისათვის მოსწავლეებმა პრეზენტაციები მათი საყვარელი წიგნის შესახებ წინასწარ მოამზადეს.

„მოსწავლეების არჩეული საყვარელი წიგნებს, დამრიგებელმა სიურპიზად ამ წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმების ფოტოსურათები დაურთო, რამაცა პრეზენტაცია მეტად საინტერესო და სახალისო გადახა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ მე-2 კლასის მოსწავლეები(დამრიგებელი - ლელა ხათრიძე). მეორეკლასელებმა ნანახ ფილმებთან დაკავშირებით აზრები აქტიურად გამოხატეს. მეხუთეკლასელებმა კი მოცემულ ფოტოსიუჟეტები წიგნის კონკრეტულ მონაკვეთებთან დააკავშირეს.

„წიგნის ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კლასის საათით მოსწავლეებს ვაუღვივდათ მოტივაცია აქტიურად დაკავდნენ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვით“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203