ბათუმის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
07-02-2023

ბათუმის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას, პროექტსა თუ კონკურსს სთავაზობენ.

ამჯერად სკოლაში, ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ შიდასასკოლო შეჯიბრი ჩატარდა. 

თამაში საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა და უნარები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

თამაში მოზარდებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203