თბილისის N60 სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ
07-02-2023
თბილისის N60 საჯარო სკოლა მუდამ ზრუნავს მოსწავლეების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებასა და მათი ინტელექტის დონის ამაღლებაზე, გამომდინარე აქედან, სკოლას არაერთი წარჩინებული მოსწავლე აღუზრდია.

მათ შორის აღსანიშნავია, 2020-2022 წლის წარჩინებული მოსწავლეები, რომლთაც ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

ოქროს მედალოსანი მოსწავლეებია; ლუკა ნამორაძე, გივი ბურდული, ანნა ბარათელი და მარიამ ნოზაძე.

ხოლო ვერცხლის მედლით დაჯილდოვდნენ: ელიზავეტა დოლიძე, დავით მიქაძე და ნიკოლოზ დათუაშვილი.

წარჩინებული მოსწავლეები მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და მომავლის საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203