მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საზეიმო ღონისძიება 
07-02-2023

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით, მოზარდებს სხვადასხვა საგანმანათლებლო, საზეიმო, კულტურულ თუ გასართობ ღონისძიებებს სთავაზობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება. 

სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნანა გიორგაძისა და მუსიკის მასწავლებლის - ხათუნა ჟვანიას ხელმძღვანელობით ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს. პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

იხილეთ ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203