„ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს!“ - თივის საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა
07-02-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლა აქტიურად მუშაობს მოსწავლეებში სხვადსხვა ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებისა და წიგნიერების პოპულარიზაციაზე.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ძალიან საინტერესოდ, ღონისძიებით - „ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“ აღინიშნა.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: ქეთევან ჯიბღაშვილი და მაკა ტურიაშვილი უძღვებოდნენ.
მსგავსი შეხვედრების ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებში წიგნის კითხვის კულტურის დანერგვისა და ინტელექტუალური თაობის აღზრდისთვის.