„ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპები“ - მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის სპორტულმა კლუბმა - „ფენიქსი“ კონფერენცია ჩაატარა
07-02-2023
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა.
სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს სპორტული კლუბი -„ფენიქსი“, რომლის წევრებიც სხვადასხვა ღონისძიებებს აქტიურად ატარებენ და მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისკენ მოუწოდებენ.
ამჯერად, „ფენიქსმა“, რომლის ხელმძღვანელი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი ლალი სალია გახლავთ, I-IX კლასების მოსწავლეებისთვის ჩაატარა სასწავლო კურიკულუმით გათვალისწინებული შემაჯამებელი კონფერენცია - „ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპები“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი პრინციპების (უსაფრთხო გარემო, ფიზიკური ვარჯიში, პირადი ჰიგიენა“ ჯანსაღი კვება, მოსწავლის დღის რეჟიმი, მავნე ჩვევების პრევენცია) დამკვიდრება -პოპულარიზაცია.
მოსწავლეებმა თავიანთი ნახატებით და პრეზენტაციებით წარმოადგინეს და ისაუბრეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს