ეწერის საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა
07-02-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში კითხვის სურვილის გაღვივებას. ამ მიზნით სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, III და IV კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და შეარჩიეს მათთვის საინტერესო ლიტერატურა და წაიკითხეს აუდიტორიის წინაშე.
შეხვედრა მასწავლებლების თამარ აქირთავას და ირა მატუას, ბიბლიოთეკარ დოდო ციმინტიას, სპეცმასწავლებელ ხათუნა ჯალაღონიასა და თინათინ მიქავას ხელმძღვანელობით გაიმართა.
აქტივობა სამოქალაქო განათლების საბაზისო პროგრამის ფარგლებში მოეწყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს