„გარემო ჩვენს ხელშია!“ - თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ეკოლოგიური პროექტი
07-02-2023

თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით, პროექტი - „გარემო ჩვენს ხელშია“ მიმდინარეობს, რომლის მიზანი პლასტმასის ბოთლების შეგროვება და გადამუშავებაა.

მოსწავლეები აღნიშნული აქტივობით მათი საცხოვრებელი გარემოს დაცვაში თავიანთ წვლილს შეიტანენ. სწორედ ამ მიზნით, ბავშვებმა სპეციალური ყუთები დაამზადეს, რომლებიც სკოლის სამივე სართულზეა განთავსებული.

„1-ელი და მე-2 კლასების მოსწავლეთათვის მცირე ზომის ყუთი დამზადდა, რომლის გამოყენებაც მათთვის მოსახერხებელი იქნება. მოსწავლეთა ძალისხმევით, ამ წუთისთვის შეგროვებულია 10 კგ-მდე ნარჩენი“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეგროვებული პლასტმასი გადამუშავდება კომპანია „პოლივიმის“ საწარმოში.

„დღევანდელი მონაცემებით, 2050 წლისთვის ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება. ამ მოსალოდნელი რეალობის შესაცვლელად საჭიროა თითოეული ადამიანის ჩართულობა პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა განვითარებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203