ეწერის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე საინტერესო პერფორმანსითა და აქტივობებით აღინიშნა
06-02-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
სკოლის ეკოკლუბ „ხემხვაიეს“ წევრებმა ეს თარიღი საინტერესო პერფორმანსით აღნიშნეს. მათ მთვარისა ფიფია და ვალერიანე ფიფია ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა ანი ქებაშვილმა, დიტო აბრალავამ ,ჯინო შონიამ, გიორგი ქარდავამ, ლუკა ქარდავამ, პირველკლასელებთან ერთად, თავიანთი საყვარელი ზღაპრები, ლექსები წაიკითხეს.
აქტივობაში მეექვსე კლასის მოსწავლეებიც დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათი მასწავლებელი რობერტ გელოვანია.
„პატარები მხიარულად ჩაერთნენ კითხვის პროცესში... ისაუბრეს საყვარელი ზღაპრის გმირებზე, ახლა უკვე მათაც შეუძლიათ კითხვა, დაინტერესდნენ მოსმენილი ზღაპრებითა და გამოფენილი წიგნებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს