ბეშთაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე 
06-02-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, ის სხვადასხვა საინტერესო პროექტითა თუ ღონისძიებითაა დატვირთული. 

ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლეებმა, რუსული ენის პედაგოგის რიმა ნაზარეტიანის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია - „ნარკომანია - ნელი სიკვდილი“ მოამზადეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და პრეზენტაციის სახე მისცეს. 

მოსწავლეებმა პრობლემის შესახებ ამომწურავად ისაუბრეს და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილეს. 

„მონაწილეობა მიიღეს ასევე მე-6 კლასის ზევით მოსწავლეებმა, წარადგინეს პლაკატები, აქტიურად იყვნენ ჩართულები კითხვა პასუხის რეჟიმში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და პერეზენტაცია:

პრეზენტაცია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203