ვარდისუბნის საჯარო სკოლაში „მხატვრული კითხვის დღე“ მოეწყო 
06-02-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და კონკურსები ტარდება. მოსწავლეები შესაძლებლობებს სხვადასხვა ღონისძიებაში მონდომებით ავლენენ.

ამჯერად, სკოლაში, 27 იანვარს „მხატვრული კითხვის დღე“ მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე მონაწილეობდა.

„მხოლოდ ბიჭები კითხულობდნენ ლექსებს. ისინი ამ დღეს აფორიაქებულნი იყვნენ. მართალია ბიჭები ღელავდნენ, მაგრამ დარბაზში მჭექარე და ამავე დროს სასიამოვნო ხმა გაისმოდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ლექსებს რამდენიმე მოსწავლე მუსიკის ფონზე კითხულობდა, რაც ძალიან ლამაზი და სანახაობრივი იყო.

როგორც სკოლაში აღნიშნეს, ღონისძიებას რაიონის მხატვრული სიტყვის ოსტატი ფიქრია ლომიძე ესწრებოდა.

„დღემ ლამაზი ცრემლებით ჩაიარა“, - აღნიშნავენ სკოლაში.  

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უამრავი ლამაზი დღე ახსოვთ. ეს დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203