სამღერეთის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი - „აბა, რა წავიკითხეთ“ წარმატებით ფუნქციონირებს
06-02-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ლიტერატურისადმი სიყვარულით გამოირჩევიან. სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე მკითხველთა კლუბი - „აბა, რა წავიკითხეთ“  წარმატებით ფუნქციონირებს.

კლუბში გაერთიანებული VIII, IX, და X კლასების მოსწავლეები არიან.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლუბის მიზანია, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება.

„კლუბის წევრები კითხულობენ სასურველ ლიტერატურას, წარადგენენ ერთმანეთის წინაშე, აფასებენ მეგობრების მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებს და აძლევენ უკუკავშირს მყისიერად“, - გვიყვებიან სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებასა და განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203