ოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
06-02-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში დაიგეგმა და საინტერესოდ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

პედაგოგები მოსწავლეების წიგნის კითხვის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ, გააცნეს წიგნის წითხვის კულტურა, მოსწავლეებმა კი წაიკითხეს ახალი  ნაწარმოებები და მსგავს აქტივობებში მონაწილეობის ხშირი სურვილი გამოთქვეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს და კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიანვე ასწავლიან. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203