„მსოფლიოს შვიდი საოცრება“ - სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელთა საინტერესო ღია გაკვეთილი
06-02-2023
სამტრედიის N4 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ისინი სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-71 კლასში, ისტორიის მასწავლებელ ნელი ცეცხლაძის ხელმძღვანელობით, ღია გაკვეთილი - „მსოფლიოს შვიდი საოცრება“ ჩატარდა. 

აღნიშნული გაკვეთილის მიზანი ანტიკური კულტურის შესახებ ცოდნის გაფართოება, ბერძნული კულტურული მემკვიდრეობის შეფასება იყო. 
მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვეს ინფორმაცია, დაახარისხეს. შემდეგ კი საინტერესო პრეზენტაციები და მსოფლიოს 7 საოცრების მაკეტები წარადგინეს.

„გაკვეთილის დევიზი იყო: Ars longa, vita brevis... გაკვეთილი ძალიან საინტერესო იყო, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებასა და დაინტერესებას სხვადსახვა კულტურის მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203