მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი წიგნები შექმნეს
06-02-2023
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა ამ თარიღთან დაკავშირებით, სხვადასხვა თემაზე ხელნაკეთი წიგნები დაამზადეს და ილუსტრაციებით გააფორმეს. შემდეგ კი მათი პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში გამართეს. 

მათ წიგნში წარმოდგენილი თემის შესახებ ისაუბრეს. აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. მათი ხელმძღვანელი ხელოვნების მასწავლებელი თეა გოგოლიძე იყო, სკოლის ბიბლიოთეკარი კი აზა ჭიტაძეა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203