ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
06-02-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა მოსწავლეებს მათთვის საყვარელი წიგნების მოტანა დაავალეს და შემდეგ სკოლაში მრგვალი მაგიდა გამართეს. თითოეული მოსწავლე საკლასო ოთახის შუაში, მისთვის განკუთვნილ სკამზე დაჯდა და საყვარელი წიგნი თანაკლასელებს ხმამაღლა წაუკითხა. მსმენელებმა მომხსენებლების ემოცია, ინტონაცია და შინაარსის გადმოცემის უნარი შეაფასეს.
მაღალ კლასელბში კი, ერთ-ერთი მოსწავლე თანაკლასელებს მასწავლებლის მიერ შერჩეულ ტექსტს ხმამაღლა უკითხავდა. შემდეგ მსმენელები ტექსტის შესახებ დასმულ შეკითხვებს პასუხობდნენ.
„ეს აქტივობა ხელს უწყობს როგორც უცხო ტექსტის კარგად კითხვის უნარის დაუფლებას, ასევე წაკითხულის გაგება - გააზრებასაც. საბოოლოდ, წიგნის ხმამაღლა წაკითხვის დღე ერთ - ერთ დასამახსოვრებელი ღონისძიება აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს