ასურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
06-02-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.
გამონაკლისი არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ყოფილა. VIII კლასის მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის მოთხრობები: „მართა", „დედის ჩიქილა“, „თევზის წერილები“ და „წერილი ნაძვებს“ წაიკითხეს. შემდეგ კი დისკუსია გამართეს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სკოლაში ლიტერატურული კლუბი - „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ ფუნქციონირებს. კლუბის წევრებმა ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტი“ წაიკიხეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს