ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
06-02-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ თამარ ჟორჟოლიანიას ხელმძღვანელობით, ეს დღე სკოლის ბიბლიოთეკაში აღნიშნეს. მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა არჩილ სულაკაურის საბავშვო მოთხრობა „სალამურას თავგადასავალი“ ხმამაღლა წაიკითხეს.

მეოთხეკლასელებმა დრო სიანტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს. აქტივობამ ისინი გააერთიანა და ლიტერატურისადმი ინტერესი გაუღვივა.

აღსანიშნავია,  წიგნის საჯაროდ კითხვის დღე 2 თებერვალს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის ადამიანები ერთიანდებიან საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203