ბუთურაულის საჯარო სკოლის VI და VIII კლასის მოსწავლეებმა, თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ საინფორმაციო პრეზენტაცია გამართეს
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, VI და VIII კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებლის - ხათუნა დავითაძის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია წარადგინეს.
პრეზენტატორებმა ისაუბრეს ტანადობის დარღვევის სხვადასხვა ფორმებისა და ნაადრევ ასაკში სიგარეტის მოხმარების ზეგავლენის შესახებ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. მათ ინფორმაცია მოიძიეს და ცოდნა სხვებსაც გაუზიარეს.
მოსწავლეებმა პრეზენტაცია საინტერესოდ და სახალისოდ გაფორმებული სლაიდებით წარმოადგინეს.
სკოლის დირექცია მონაწილე მოსწავლეებსა და ხელმძღვანელ მასწავლებელს მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: