ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო ვიზიტით, რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრნენ
06-02-2023
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლის მეწარმეობის კლუბის - „მარგალიტები“, სამოქალაქო განათლების კლუბ „აქტიური მოქალაქეების“, დირექციისა და პედაგოგიური გუნდის ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებით-გასართობი საქველმოქმედო ვიზიტი განხორციელდა.

ისინი თანასწორი გარემოს შექმნის მიზნით ცენტრ „თანადგომაში“ იმყოფებოდნენ. მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

პროექტის ხელმძღვანელები ია ტერელაძე და შორენა გუბელაძე იყვნენ.

„თავისუფლება და თანასწორობა კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ პირველივე მუხლში წერია: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“. ჩვენს ქვეყანაში თანასწორობის უფლება აღიარებული და დაცულია კონსტიტუციით, კანონის წინაშე ყველა ერთნაირია. ეს იდეალური მდგომარეობა და დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. კანონმდებლობა და რეფორმა უპირველესი ნაბიჯებია, თუმცა სვლა ამით არ სრულდება. თუ გვსურს, თანასწორობის კუთხით არსებულ მრავალმხრივ გამოწვევას სწორად ვუპასუხოთ, საჭიროა, ცოდნის განმტკიცება და ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებისა და იმ დამატებითი ღირებულებების შესახებ, რომელიც თანასწორობის და მრავალფეროვნების განცდას ქმნის საზოგადოებაში.
მრავალფეროვნებაში, თანასწორობაში იზრდება უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი. ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას, რადგან თანასწორობა არის თავისუფლება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203